04 მაისი 2024,   09:54
ვრცლად
ნატო-ს წევრი ქვეყნები, შესაძლოა, მზად იყვნენ ალიანსისკენ მიმავალ გზაზე უკრაინისთვის გარკვეული დაბრკოლებების შესამსუბუქებლად – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

ნატო-ს წევრი ქვეყნები შესაძლოა მზად იყვნენ, ალიანსისკენ მიმავალ გზაზე, უკრაინისთვის გარკვეული დაბრკოლებების შესამსუბუქებლად – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

პისტორიუსს შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის მზაობაზე, ნება დართოს კიევს, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანების ფორმალურ პროცედურებზე, რომლებსაც აქამდე სხვა ქვეყნებისგან ითხოვდნენ.

როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, არსებობს მზარდი ნიშნები, რომ ამაზე შეთანხმებას ყველა შეძლებს.

"მე ვიქნები ღია ამისთვის" – აღნიშნა პისტორიუსმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება "წევრობის სამოქმედო გეგმის" განხორციელება ალიანსში გასაწევრიანებლად. 



დღის ამბები