20 სექტემბერი 2024,   04:07
ვრცლად
15 გრემის ჯილდოს მფლობელ ვარსკვლავს, საქართველო უკვე ელოდება - ბრუნო მარსმა საქართველოში სტუმრობა რამდენიმე დღის წინ დააანონსა

15 გრემის ჯილდოს მფლობელ ვარსკვლავს, საქართველო უკვე ელოდება. ბრუნო მარსმა თავის ფეისბუქ ოფიციალურ გვერდზე, საქართველოში სტუმრობა რამდენიმე დღის წინ დააანონსა. მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი უკვე ცნობილია. ბილეთის მინიმალური ღირებულება 125 - მაქსიმალური კი 1450 ლარია. თითოეული მომხმარებელი კი, მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენის უფლება აქვს. მეგა ვარსკვლავის შემოქმედება უყვარს ყველას, განსაკუთრებით კი ახალ თაობას, ამიტომ ამერიკელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრებას, განსაკუთრებული ფასდაკლებით შეძლებენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.

ბრუნო მარსის გრანდიოზულ შოუ- პროგრამაზე ბილეთების გაყიდვა, ხვალ დილის 10 საათიდან, რამდენიმე პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, TKT.ge და ასევე Supper App-ის აპლიკაცია განსაკუთრებულ მზადებაშია. ტკტ.ჯის საიტი მომხმარებელს მოკლე დროში, ხარვეზების გარეშე, სასურველი ადგილის შეძენას ჰპირდება. სუპერ აპის მეშვეობით კი, მელომანები რიგის გარეშე, მხოლოდ ფეხზე დასადგომ ბილეთებს შეიძენენ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია "ბლექ სი არენას" BSA.ge-ზე გვერდზეც.

პოპისა და არენბის ლეგენდა, ბრუნო მარსი 2023 წლის - ბოლო ვარსკვლავია, რომელიც საქართველოს სტარრინგ ჯორჯიას თანავარსკვლავედს დახურავს. 1 ოქტომბერს მსოფლიო ვარსკვლავი, კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, მსმენელის წინაშე "დინამო არენაზე“ წარდგება. კონცერტზე დასწრება 70 ათასამდე ქართველ და უცხოელ სტუმარს შეეძლებათ.

"Starring Georgia“, - ანუ აჰყევი ვარსკვლავებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციირებული კამპანიაა, რომელიც "Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. კამპანიის მთავარი მიზანი, ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი "თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება, ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ.

დღის ამბები