20 სექტემბერი 2024,   05:35
ვრცლად
ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

1-ელ ოქტომბერს საქართველო ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი, კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში, მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე TKT.ge, BSA.ge-ზე, ასევე Super App-ის აპლიკაციაში. მათი ფასი 125 ლარიდან 1450 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, თიბისისა და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში რამდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს:

• თიბისი მოსწავლის ან სტუდენტის Visa ბარათით გადახდისას Star Ring- ის კატეგორიის ბილეთებზე 30% - იანი ფასდაკლებას მიიღებთ;
• თიბისი Visa ბარათით გადახდისას ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე 20% ფასდაკლებას მიიღებთ;
• თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადახდისას ORBIT და VIP კატეგორიის ბილეთებზე 30%- იან ფასდაკლებას მიიღებთ.

აღსანიშნავია, რომ 1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. TKT.ge- ზე ყველა კატეგორიის ბილეთის ყიდვას შეძლებთ, Super App- ში - Star Ring- ისა და ORBIT- ის ბილეთები დაგხვდებათ, ხოლო BSA.ge- ზე მხოლოდ Star Ring- ის. BSA.ge - ზე არ იმოქმედებს თიბისის ფასდაკლება.

„Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „The Killers“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

დღის ამბები