20 სექტემბერი 2024,   03:46
ვრცლად
რომელი ქვეყნებიდან ყიდულობენ ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებ ბილეთს 

1-ელ ოქტომბერს საქართველო ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი, კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში, მსმენელის წინაშე "დინამო არენაზე" წარდგება. კოცერტს არა მხოლოდ ქართველი მსმენელი, არამედ უცხოელი მაყურებლებიც ეყოლება. 

ცნობილი ხდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელი ქვეყნებიდანაც ყიდულობენ ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებ ბილეთს. 

მათ შორის არის: საქართველო, აშშ, რუსეთი, სომხეთი, გერმანია, ყაზახეთი, თურქეთი, საფრანგეთი, ინდონეზია და დიდი ბრიტანეთი.

შეგეახსენებთ, რომ  თავდაპირველად, თავად მომღერალმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაანონსა კონცერტი, რომელიც საქართველოში შემოდგომას ჩატარდება. 

"საქართველო. შევხვდებით 1-ელ ოქტომბერს"-, წერია ბრუნო მარსის ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქზე".

 ბილეთები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე TKT.ge, BSA.ge-ზე, ასევე Super App-ის აპლიკაციაში. მათი ფასი 125 ლარიდან 1450 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, თიბისისა და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში რამდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს:

დღის ამბები