20 სექტემბერი 2024,   04:06
ვრცლად
რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება.

"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილას ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები