20 სექტემბერი 2024,   03:58
ვრცლად
ადვოკატთა სახლი გაიხსნა - 5000-ზე მეტ ადვოკატს დღეიდან ახალი ოფისი აქვს

5000-ზე მეტ ადვოკატს დღეიდან ახალი ოფისი აქვს. ადმინისტრაციულ შენობაში სასწავლო ცენტრი, ეთიკის კომისია, ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტები განთავსდა. ახალ სივრცეში სატრენინგო და საკონფერენციო ოთახებიც მოეწყო. ადვოკატთა სახლის გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასოციაცია ქვეყანაში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის დაცვის და ეთიკური მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ტრიბუნიდან თქვა, რომ ბევრი თაობის ოცნება უკვე რეალობად იქცა. დავით ასათიანმა მათი პროფესიის მნიშვნელობასა და მიზნებზე დღეს, კიდევ ერთხელ ისაუბრა.

საკანონმდებლო პროცესებში ადვოკატების მნიშვნელოვან წვლილზე პარლამენტის თავმჯდომარეც საუბრობს. დამოუკიდებელი და ძლიერი ასოციაციის არსებობის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს გენერალურმა პროკურორმაც.

ადვოკატებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კანონმდებლებს სიტყვით მიმართა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ. მარია სლაზაკი ამბობს, რომ საქართველოს ოფისი რეგიონში პირველობას ინარჩუნებს.

ღონისძიების ფარგლებში ადვოკატთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია ჩატარდა. ასოციაციას დღეს 100-მდე ახალი წევრი შეემატა. 

 

 

დღის ამბები