02 მაისი 2024,   16:01
ვრცლად
ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი დაიანა კინგი თბილისს ეწვია

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი, რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, დაიანა კინგი თბილისს ეწვია. არაერთი ცნობილი უკვდავი ჰიტის ავტორი, ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ არენბისა და რეგის შემსრულებელი საქართველოს პირველად არ სტუმრობს, მისთვის მნიშვნელოვანია, ყოველი მომდევნო ვიზიტისას, ქართველი ფანებისგან სულ უფრო მეტ სიყვარულს გრძნობს.  

ემოციურ ქართველ მსმენელს დაიანა კინგი დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება. მომღერალი ამბობს, რომ მისთვის მუსიკა უნივერსალური ენაა და სწორედ ამ ენაზე დაელაპარაკება თაყვანისმცემლებს, სპეციალურად შერჩეული 90-იან ჰიტებით და ახალი კომპოზიციებით.

დაიანა კინგის შემდეგ, მსმენელის წინაშე უცხოელი და ქართველი დიჯეები წარსდგებიან.

ორგანიზატორები მსგავსი მასშტაბის კონცერტებში ქართველი შემსრულებლების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

დაიანა კინგი ქართველი მსმენელის წინაშე 24 ივნისს ფალესტრას ღია სივრცეში წარსდგება.  

დღის ამბები