04 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
რეგიონებში "მუსიკალური საღამოები" გრძელდება - დღეს მასპინძელი ბათუმია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონებში "მუსიკალური საღამოები" გრძელდება. ერთ-ერთი მასპინძელი დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტია. ზღვისპირა რეგიონში ღონისძიებები 19:00 საათიდან დაიწყება.

სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვებში, საბავშვო გასართობ შოუებში და არაერთ აქტივობაში. საღამოს კონცერტი დაასრულებს.
 

დღის ამბები