04 მაისი 2024,   02:37
ვრცლად
"რუსეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გავმართე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე მოკავშირეებთან" - ანჯეი დუდა

რუსეთში შექმნილ ვითარებას და "ვაგნერის" პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ აჯაბყებას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კონსულტაციები გამართა პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე მოკავშირეებთან. ამის შესახებ მან twitter-ის გვერდზე დაწერა. 

"რუსეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს დილით გავმართე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე მოკავშირეებთან. ჩვენ აღმოსავლეთ საზღვრის მიღმა მოვლენების მიმდინარეობას მუდმივად ვაკვირდებით," - წერს ანჯეი დუდა. 

დღის ამბები