04 მაისი 2024,   00:30
ვრცლად
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "დარიალზე", შს სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება

სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "დარიალზე" მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება. უწყების შესაბამისი დანაყოფების მხრიდან კი სიტუაცია სრულად კონტროლდება.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამსახურის "დარიალი" უფროსი, დავით ფხალაძე აცხადებს, რომ მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება, არც საქართველოში შემოსვლის და არც საქართველოდან გასვლის მიმართულებით.

"24 ივნისის საღამოს მდგომარეობით, დარიალზე ვითარება არ შეცვლილა, იგივენაირი მდგომარეობაა როგორც იყო გუშინ, გუშინ წინ და ბოლო კვირის განმავლობაში. მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება, არც საქართველოში შემოსვლის და არც საქართველოდან გასვლის მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ვმუშაობთ ჩვეულ რეჟიმში. მოწმდება ყველა, როგორც ყოველთვის," - აცხადებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამსახურის "დარიალი" უფროსი, დავით ფხალაძე. 

დღის ამბები