20 სექტემბერი 2024,   06:55
ვრცლად
მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - ამოღებულია სათვალთვალო კამერებიდან ვიდეომასალა

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ძიება ძალადობის, 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით, თავდამსხმელი ან თავდამსხმელები იდენტიფიცირებული არ არიან, თუმცა ამოღებულია სათვალთვალო კამერებიდან ვიდეო მასალა.

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებლის ინფორმაციით, მისთვის უცნობი პირი მოულოდნელად გამოეკიდა და "კარფურის" შესასვლელში სახეში მუშტი დაარტყა, რის შემდეგაც მშვილდაძე წაიქცა. მისივე ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა აგრესიის მიზეზად პატრიარქის მიმართ მისი დამოკიდებულება დაასახელა.

სამედიცინო გამოკვლევაზე მშვილდაძე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

დღის ამბები