01 ოქტომბერი 2026,   16:12
ვრცლად
ეს მარგინალური ჯგუფები მუდმივად ცილისწამების გზას ირჩევენ. როგორც ჩანს, მათი ზნეობრივი სტანდარტი ამის მეტს ვერ ხვდება და ვერ ცდება - რატი იონათამიშვილი ბერა ივანიშვილის სარჩელზე

ბერა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას ეხება და რომელშიც ბერა ივანიშვილი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა შეაფასა.

რატი იონათამიშვილი განმარტავს, რომ ოპოზიციური ჯგუფები ვერ იტანენ მართალ ადამიანს, ვერ იტანენ წარმატებულ ადამიანს და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ერჩიან იმას, ვინც ხალხის, ქვეყნის, სიმართლის, კეთილსინდისიერების სამსახურში დგას.

მისი თქმით, მარგინალური ჯგუფები მუდმივად ირჩევენ ცილისწამების გზას, რადგან მათი ზნეობრივი სტანდარტი ამაზე მეტს ვერ ხვდება.

"ეს ჯგუფები ვერ იტანენ მართალ ადამიანს, ვერ იტანენ წარმატებულ ადამიანს და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ერჩიან იმას, ვინც ჩვენი ხალხის, ქვეყნის, სიმართლის, კეთილსინდისიერების სამსახურშია. ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საკუთარი კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლე დადო სასწორზე მაშინ, როდესაც საქართველოსთვის შევიდა უთანასწორო ბრძოლაში, მაგრამ გაათავისუფლა საქართველო აგენტურული ძალებისაგან, სხვა სამსახურების თუ ქვეყნების სამსახურში და მორჩილებაში მყოფი ძალებისაგან, რომლებიც მაშინ ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ მართავდნენ.

ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მარგინალური ჯგუფები მუდმივად ცილისწამების გზას ირჩევენ. როგორც ჩანს, მათი ზნეობრივი სტანდარტი ამის მეტს ვერ ხვდება და ვერ ცდება. მნიშვნელოვანი არის და პრეცედენტული არის ყოველ ჯერზე, როდესაც ცილისწამების შესახებ დგება სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს მომავალში ახდენს ამავდროულად პრევენციას იმისა, რომ ცილისმწამებელს მაქსიმალურად შეეზღუდოს მსგავსი შავი და უზნეო პროპაგანდის შესაძლებლობა", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები