ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უპასუხოდ აღარ დატოვებს მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და დეზინფორმაციას, რომელსაც სხვადასხვა მედიით და სოციალური ქსელებით ავრცელებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ ველზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა სრულ საშუალებას იმისთვის, რომ სამართლებრივი შლეიფი მოიძებნოს შეურაცხყოფისთვის, ცილისწამებისთვის, რომელიც ასეა მოზღვავებულია ქართულ სივრცეში.
"საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა სრულ საშუალებას იმის, რომ სამართლებრივი შლეიფი მოიძებნოს შეურაცხყოფისთვის, ცილისწამებისთვის, რომელიც ასეა მოზღვავებული ჩვენს სივრცეში, განსაკუთრებით ივანიშვილების ოჯახთან მიმართებით არახალია ეს სამწუხარო მოცემულობა, პირადად ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ რაღაც აგორებული ტყუილი კამპანიები, ამიტომაც კარგია, მისასალმებელია ის, რომ სწორედ სამართლებრივად მოხდება ამ ადამიანებისთვის იქნება ეს თუ რადიკალური ოპოზიციის რუპორი ტელევიზიებისთვის პასუხის მოთხოვნა, თუ რატომ, როგორ და რანაირად ხდება დაბრალება ადამიანისთვის ისეთი რამისა, რაც მას არ ჩაუდენია. სასამართლო მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.