14 წელი გამარჯვებიდან - ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 55% მოიპოვა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა. ეს არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა.
"ქართული ოცნება" განვლილ 14 წელს აჯამებს, საუბრობს გამოწვევებსა და წარმატებებზე. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ უცვლელ პოლიტიკას საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.
"2012 წლის 1 ოქტომბერი იყო დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი აქტი, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, პირველ რიგში პატივი სცა ქართველი ხალხის არჩევანს", - აცხადებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.