20 სექტემბერი 2024,   03:58
ვრცლად
ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია - კახა კალაძე

ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დედაქალაქში დღის ბოლოს "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელზე დღის ბოლო მომხდარ თავდასხმებს. კახი კალაძის თქმით, ფიზიკურთან ერთად, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ვერბალური ძალადობაც.

"ძალადობა ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა იყოს მიუღებელი. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ვერბალური, ძალადობა არის ტელევიზიების საშუალებით, რაც სამწუხაროა, სოციალურ სივრცეში ადამიანების დაბულინგება, განსხვავებული აზრის მიუღებლობა. არის შემთხვევები, როცა ხდება კონკრეტული ადამიანების გაშავება, მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის გავრცელება, ტალახის სროლა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, ვისგანაც არ უნდა იყოს," - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები