20 სექტემბერი 2024,   03:50
ვრცლად
რუსთავში ქალაქის ისტორიული უბნის რესტავრაცია მიმდინარეობს

რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია მიმდინარეობს. ახალი პროექტის ფარგლებში დაწყებულია ქალაქის ისტორიული უბნის - რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპიც.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად აღდგება შენობების ფასადების დეკორატიული ელემენტები, მოეწყობა განათებები და მწვანე სივრცეები, ტროტუარები მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით და ისტორიული უბანი, მთლიანად ავთენტურ სახეს დაიბრუნებს.

პროექტი ძველი კორპუსების სრულ გამაგრება-რესტავრაციას და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოების ჯამური ღირებულება 3 მილიონ ლარს აღემატება.

დღის ამბები