04 მაისი 2024,   05:28
ვრცლად
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ

სამოქალაქო საზოგადოების 20-მდე ორგანიზაცია, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაციების ერთად სამუშაო ფორმატი.

მათი თქმით, მოთხოვნით საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მიმდინარე წელს ორჯერ მიმართეს. მათი განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევაა.

"სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის მთავარი მიზანი, კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევაა. აქედან გამომდინარე, 2023 წლის 31 ივლისს გამოვაქვეყნებთ მოსაზრებებს, რომელთა გათვალისწინებაც, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია,"- აცხადებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი, თამარ ონიანი.

დღის ამბები