04 მაისი 2024,   06:51
ვრცლად
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ გზები და ლიანდაგები დატბორა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. მდინარე ადიდდა და რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულებში საუბნო გზები დაიტბორა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

ასევე, ხარაგაულში წყალმა ლიანდაგი დატბორა და რამდენიმე საათის განმავლობაში ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებული იყვნენ.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება.

დღის ამბები