19 მაისი 2024,   07:18
ვრცლად
"მუსიკალურ საღამოებს" იმერეთმა უმასპინძლა

"მუსიკალურ საღამოებს" იმერეთმა უმასპინძლა. ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცე მოეწყო.

წარმოდგენილი იყო საპნის ბუშტების შოუ, პატარების განწყობაზე კი ანიმატორები ზრუნავდნენ.

ბავშვებისთვის გაიმართა სახის მოხატვის მასტერკლასი, მოეწყო მეწარმეების პროდუქციის გამოფენა.

საღამო გალა კონცერტით დასრულდა.

 

დღის ამბები