28 აგვისტო 2026,   14:17
ვრცლად
შვილმა მამა მოკლაო გარეთ გამოვიდა, "პივას" სვამდაო - რას ჰყვებიან 20 წლის ბიჭის მეზობლები

კახეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - მეზობლები ამბობენ, რომ 20 წლის ბიჭი, რომელმაც მამა სასიკვდილოდ დაჭრა, მამასთან დაპირისპირების გამო უკვე არის ნასამართლევი.

"გავიგე, შვილმა მამა მოკლაო, გარეთ გამოვიდა და "პივას" სვამდაო, პატარა ბიჭი იყო, ციხეშიც იჯდა მამამისთან ჩხუბის და დაპირისპირების გამო,"- ამბობს მეზობელი.

მკვლელობა კახეთში, სოფელ ანაგაში გვიან ღამით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 20 წლის ბიჭმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას - 1964 წელს დაბადებულ მ.თ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

 

დღის ამბები