18 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
"როგორც გავიგე, დარიშხანით იყო მოწამლული" - რას ამბობენ სასულიერო პირები მიტროპოლიტ შიოსთან დაკავშირებით

პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიოს მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას საპატრიარქოში, ამ ეტაპზე, კვლავ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი გაბრიელი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მიტროპოლიტი დარიშხანით იყო მოწამლული.

"როგორც გავიგე მე თვითონ, [მიტროპოლიტი შიო] იყო დარიშხანით მოწამლული და ალბათ, დადასტურდება ესეც და გამოქვეყნდება საბოლოოდ, რა ფაქტორით იყო მოწამლული. წირვებზე რომ მოდიოდა მეუფე, მე მისთვის არ შემიმჩნევია ცუდად ყოფნა. მერე გავიგე, რომ შეუძლოდ იგრძნო თავიო და შესაბამისად, აუღეს ანალიზები. საქართველოში ჩაუტარდა ანალიზები," - თქვა იღუმენმა გაბრიელმა.

"რუსთავი ორმა" მოიპოვა ინფორმაცია, რომ ბოლო თვის განმავლობაში პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ ის 1 კვირის წინ იყო. ჩატარებული კვლევების შედეგად კი ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ. საპატრიარქოში ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

დღის ამბები