19 მაისი 2024,   01:47
ვრცლად
საპატრიარქოს გამოძიებისთვის ჯერ არ მიუმართავს, თუმცა პატრიარქის მოსაყდრის მოწამლვის ვერსიას არ გამორიცხავს

საპატრიარქო მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამლვის ვერსიას არ გამორიცხავს - პატრიარქის მოსაყდრის მდგომარეობასთან დაკავშირებით, პირველი ოფიციალური განმარტება დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

მისი თქმით, მიტროპოლიტი შეუძლოდ ერთი თვის წინ გახდა, მის ორგანიზმში კი დასაშვებზე მეტი მეტალი აღმოჩნდა. დაადგინეს ისიც, რომ მეტალები არ იყო იმ საკვებში, რომელსაც მოსაყდრე იღებდა. ამ გარემოებების ჩამოთვლის შემდეგ, საპატრიარქომ მოწამვლის ფაქტი არც გამორიცხა და არც დაადასტურა.

ითქვა, რომ არსებულ კითხვებს პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ სამართალდამცავი უწყებებისთვის არ მიუმართავთ.

"ბოლოს ღვთისმსახურებაზე დაახლოებით ორი-სამი კვირის წინ იყო. ზოგადად, მიმაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანის დემონიზება და როდესაც არის დემორალიზაციის მცდელობა, ეს ყოველთვის არის წინმსწრები, ვიდრე მასზე რაიმე ფიზიკური ზემოქმედება განხორციელდება. ამიტომ, შესაძლოა, არ დავუკავშიროთ ერთმანეთს ის კამპანია, რაც მიმდინარეობს ზოგადად ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ, თუმცა თეორიულად შესაძლებელია," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

დღის ამბები