"პრაიდი ფესტივალის" ორგანიზატორებმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის ფესტივალის მონაწილეთა ევაკუაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის უცნობია, სად გაიმართება ფესტივალი ან საერთოდ გაიმართება თუ არა ის.
"ლისი ვონდერლენდის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებთან ერთად მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმიც, რომლებმაც ლისის ტბის შესასვლელთან კორდონი გააკეთეს.
რაც შეეხება ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონები და მათ ტერიტორიაზე შეაღწიეს. ადგილზე ვითარება დაძაბულია, სავარაუდოდ, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ასევე ტერიტორიიდან განარიდეს 20-მდე ადამიანი.