26 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
ტრაგედია წყნეთში - სკვერში, სადაც 15 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

სკვერში, რომელიც ტრაგედიის ადგილად იქცა ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 15 წლის მოზარდს, დენმა მაშინ დაარტყა, როდესაც ის მეგობრებთან ერთად ფანჩატურში თამაშობდა.

დათუნა ჟღენტის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლებს. ის ადგილზე დაიღუპა. 15 წლის კალათბურთელი წყნეთში დეიდასთან სტუმრად იმყოფებოდა. ადგილობრივები კურიერს უყვებიან რომ მოზარდები ბურთს ჯერ სტადიონზე თამაშობდნენ, შემდეგ სკვერში გადაინაცვლეს.

თვითმხილველების თქმით, დათუნა ჟღენტი კუსტარულად დამონტაჟებულ გაყვანილობას შეეხო, რის შედეგადაც ელექტრო ტრავმა მიიღო. სკვერში, სადაც ტრაგედია მოხდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს კვადრელი აწარმოებს, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი თეიმურაზ კვარაცხელიაა.

სატენდერო დოკუმენტებით კომპანიას წყნეთში სპორტული მოედნის და სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება დაევალა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს კვადრელი ვალდებულია უზრნეველყოს მათ შორის სარწყავი სისტემის მონტაჟი, ტერიტორიის კეთილმოწყობა, განათების ქსელის მომზადება და სანათებისა და გაყვანილობის მონტაჟი.

დოკუმენტების თანახმად კვადრელს ფანჩატურის მოწყობა ამ ესკიზის მიხედვით დაევალა. თუმცა სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები როგორც მერიაში ამბობენ, კომპანიას ჯერ დაწყებული არ ქონდა რა გახდა მოზარდის გარდაცვალების მიზეზი- გამოძიება დაადგენს. პოლიცია რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

განცხადებას ავრცელებს ვაკის გამგეობაც და ტრაგედიის მიზეზად კუსტარულად დამონტაჟებულ ელექტრომოწყობილობას ასახელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აწარმოებს. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. უწყებამ უკვე გამოკითხა ადგილობრივები და თვითმხილველები.

დღის ამბები