ბათუმში უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი გაიხსნა. ღონისძიება მაიამიში გამართული უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესის და მსოფლიო ოსკარად წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს.
ფორუმში მონაწილეობას მსოფლიო დაჯილდოების გამარჯვებული წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, ასევე არქიტექტორები, ურბანისტები და ინვესტორები იღებენ.