26 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
რა ეღირება თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენები

2023 წლის 28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.

მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12-ჯერ მოემსახურება.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, დღეიდან ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, ხოლო 15 ივლისიდან – ოფიციალური ვებგვერდის Georgianwings.com-ის მეშვეობით.

"ბილეთების ღირებულება იწყება 150 ლარიდან, თუმცა ბარგის და დამატებით ოთხფეხა მეგობრის გადაყვანის შემთხვევაში ღირებულება შეიცვლება“, - აცხადებენ კომპანიაში.

დღის ამბები