26 ივნისი 2024,   19:00
ვრცლად
შსს მომსახურების სააგენტოში განახლებული ავტოპარკის პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განახლებული ავტოპარკის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დაესწრნენ.

"მომსახურების სააგენტომ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის 45 ერთეული ახალი ავტომობილი შეიძინა. ახალი ავტომობილები, თანამედროვე GPS სისტემებით არის აღჭურვილი და საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდება," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები