20 სექტემბერი 2024,   01:17
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი" გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი" გაიმართა.

ადგილზე წარმოდგენილი იყო თბილისის მასშტაბით არსებული თხუთმეტი უნივერსიტეტის გამომცემლობისა და მათი აკადემიური პერსონალის ავტორობით, ბოლო წლებში გამოცემული სამეცნიერო წიგნები.

ღონისძიებაზე, თსუ გამომცემლობის მიერ დასტამბული წიგნების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

ფესტივალი, პირველი ქართული სამეცნიერო ნაბეჭდი წიგნის - "ქართული ენის გრამატიკის" - გამოცემის 380-ე და თბილისში, ვახტანგ მეექვსის მიერ სტამბის დაარსების 315-ე წლისთავს მიეძღვნა.

დღის ამბები