აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის სახელით, გიული ალასანიას მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობის შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.
დოკუმენტებით ირკვევა ის აქტივობები, რომლებიც ლობისტურმა კომპანიებმა განახორციელეს, მათ შორისაა, ევროპარლამენტისთვის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად, საერთაშორისო მედიაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, მაგნიტსკის სიაში სააკაშვილის საქმის შესახებ ჩანაწერის მომზადება და მის შესახებ რელევანტურ პირებთან კომუნიკაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან, რათა მათ დაარწმუნონ ენტონი ბლინკენი და მაკ-ქოლი, დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ასევე სტრატეგიის შემუშავება ამერიკელი სენატორების დასარწმუნებლად, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით.
დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ ლობისტებს დაევალათ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზების მცდელობები, მისი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით. კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ პირთან თბილისში და პოლონეთის ოფიციალურ პირებთან, რათა პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობა მისცენ.
ყველა ეს ინფორმაცია შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.