19 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
შიმშილის თამაშები ვლადიმერ პუტინისგან და გამოწვევა, რომლის წინაშე მსოფლიო რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ დადგა

საოკუპაციო ძალებმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტეს, რომელიც მიმდინარე კვირას მეორედ მოხვდა სამიზნეში. ამჯერად კიევს არ დაუმალავს,რომ ამის უკან თავად დგას. მეტიც, ვოლოდიმერ ზელენკსიმ დღეს პირდაპირ თქვა, რომ ეს ობიექტი კიევის მთავარი სამიზნეა, რადგან მას ომი მოაქვს და ამიტომ, უნდა განადგურდეს. უკრაინის პრეზიდენტი კონტრშეტევების აჩქარების პირობას დებს, პუტინს კი ოდესის პორტზე თავდასხმაზე პასუხს ჰპირდება.

დარტყმა,რომელზეც ვოლოდიმერ ზელენსკი საუბრობდა, რუსეთმა ოდესის პორტში მარცვლეულის საცავებზე განახორციელა. ამჯერად კალიბრის ტიპის რაკეტებით - შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. ტონობით ხორბალი და სიმინდი დაიწვა, რომელიც აფრიკელი, აზიელი და ლათინო-ამერიკელი მოსახლეობისთვის უღარიბესი ნაწილისთვის იყო განკუთვნილი. კრემლი აკონკრეტებს, რომ თუ სასოფლო-სამეურნეო სიბრტყეში სანქციებს მოუხსნიან, "მარცვლეულის შეთანხმებას" დაუბრუნდება. თუ არადა, შავ ზღვაში უსაფრთხოდ ვეღარავინ იცურებს, უკრაინულ მოსავალს კი რუსულით ჩაანაცვლებს. ამ მუქარის მიუხედავად შავ ზღვაში უსაფრთხოების ხელყოფაზე კრემლს პრეტენზიები მაინც კიევთან აქვს.

მოსკოვი საფრთხეს ზღვასთან ერთად იმ ხმელეთზეც ქმნის, რომელიც მას არ ეკუთვნის,თუმცა მის განკარგულებაშია - ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტია მოსკოვმა რომ უკვე ჩაიტანა - დღეს ვაშინგტონის დაზვერვამაც დაადასტურა. ბელარუსიდან შტატებს კიდევ ერთი დადასტურებული ინფორმაცია აქვთ - რომ ვაგნერის დაჯგუფებამ დღეისათვის უკრაინა სრულად დატოვა და სწორედ ბელარუსში გადაიხვეწა.

რუსეთის მიერ გადასახდელი ფასი რომ დიდია, მსოფლიო უკვე შეთანხმდა. რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი იმ ქვეყნის პროკურატურამაც კი გასცა, რომელიც პუტინის კრიტიკას ერიდებოდა. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, სამხრეთ აფრიკა და მეზობლები მოსკოვზე განაწყენებულები არიან, ახლა სიტუაცია ერდოღანმა უნდა დაალაგოს,რომელსაც იმედი აქვს, რომ ჰუმანიტარული დერეფნის აღდგენაზე პუტინის დათანხმებას შეძლებს,თუმცა ისე, რომ მოსკოვის პირობებიც დაკმაყოფილდეს. მას აგვისტოში შეხვდება,გუშინ კი ზელენსკის ესაუბრა.

დღის ამბები