07 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
რუსული ძალების მიერ უკრაინაში კასეტური ბომბების გამოყენების შედეგად დაიღუპა 1 ბავშვი, დაშავდა 7 მშვიდობიანი მოქალაქე

ომი უკრაინაში ისევ გრძელდება. ღამით საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის დედაქალაქშიც გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტებისა და "შაჰედის" ტიპის დრონებით თავდასხმის შესახებ.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, კიევისკენ მიმართული ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოგდებულია.

დონეცკის ოლქში სოფელ კონსტანოვკაში რუსული ძალების მიერ, კასეტური ბომბების გამოყენების შედეგად, დაიღუპა 1 ბავშვი და დაშავდა 7 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავებულებს შორის 4 არასრულწლოვანია.

დაიბომბა სუმის ოლქის 17 დასახლება. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ლიეტუვას თავდაცვის საბჭომ, უკრაინის სამხედრო დახმარების 3 წლიანი გეგმა დაამტკიცა, რომელიც 220 მილიონ ამერიკულ დოლარს მოიცავს. რუმინეთი კი, უკრაინის მხარდასაჭერად, დიდი შვიდეულის დეკლარაციას უერთდება.

დღის ამბები