07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის მესამე კვირეული დასრულდა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის მესამე კვირეული დასრულდა. შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, ფესტივალზე 12 და 13 აგვისტოს, ისევე როგორც, 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი საზეიმო კონცერტები, მათ შორის, ქართული ცეკვის წარმოდგენის ნაწილი, სრულად გაუქმდა.
 
13 აგვისტოს საქართველოს კამერულმა გუნდმა სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით საეკლესიო საგალობლებით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას, ასევე შესრულდა იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოებები. ღონისძიებას ქართველი ემიგრანტები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. ფესტივალი 20 აგვისტოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“, კონცერტით დაიხურება.
დღის ამბები