17 ივნისი 2024,   16:57
ვრცლად
ბრძოლა ოქროს ლომისთვის - ვენეცია მე-80 საიუბილეო კინოფესტივალისთვის ემზადება

23 ფილმი, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები 55 ქვეყნიდან და ბრძოლა ოქროს ლომისთვის- ვენეცია მე-80 საიუბილეო კინოფესტივალისთვის ემზადება.

მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენის მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებენ როგორც გამოცდილი რეჟისორები და მსახიობები, ასევე ახალბედებიც, მათ შორის ვენეციის კინოფესტივალზე რეჟისორის როლში წარსდგება ცნობილი მსახიობი ბრედლი კუპერი, რომელმაც კონკურსზე ფილმი "მაესტრო" წარადგინა.

ოქროს ლომის მოპოვებას ეცდება სოფია კოპოლას ფილმიც, რომელიც როკ-ენ-როლის მეფედ წოდებულ ელვის პრესლისა და მის მეუღლე პრისცილა პრესლიზეა. ვენეციის კინოფესტივალი 30 აგვისტოს დაიწყება.

დღის ამბები