02 ივნისი 2024,   12:02
ვრცლად
მედვედევის სამუშაო ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში სამი კამიკაძე დრონი ჩამოვარდა - ელიტარული უბანი Maskva city სამიზნე უკვე მესამედ გახდა 

დიმიტრი მედვედევის სამუშაო ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში სამი კამიკაძე დრონი ჩამოვარდა, უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე ამჯერადაც მოსკოვის ელიტარული და სამთავრობო უბანი - "მასკვა სიტი" იქცა. ორი დრონის ჩამოგდება საჰაერო თავდაცვამ მოასწრო ერთი კი ცათამბჯენს დაეჯახა, ძლიერი აფეთქების შედეგად შენობა დაზიანდა, პანიკაში ჩავარდნილმა მოქალაქეებმა კი დასახლების დატოვება დაიწყეს.

ოკუპანტ ქვეყანას გუშინდელი ანონსის შემდეგ სიურპრიზი მოუწყვეს ანექსირებულ ყირიმშიც, სადაც უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსეთის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა "ეს-400" გაანადგურა.

გასული 6 დღის განმავლობაში, ერთი დღეც არ ყოფილა, უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის დედაქალაქს რომ არ წვეოდნენ. ელიტარული უბანი Maskva city უკვე მესამედ გახდა დრონების სამიზნე.

მოგერიებული საფრენი აპარატი ამჯერად მშენებარე ნაწილს მოხვდა. დაახლოებით ერთ საათში დრონების ტალღა უკვე ბელგოროდში გამოჩნდა, გავრცელებული ცნობით, მათ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოსკოვის ოლქში მცხოვრები მოსახლეობის აზრი ორად იყოფა - ოპტიმისტურად და პესიმისტურად.

საფრთხეს ხედავენ მოსკოვის აეროპორტებში, რომლებიც ყოველ ჯერზე წყვეტენ მუშაობას, როდესაც ასეთ ინცინდენტს აქვს ადგილი. დღესაც ასე იყო. ოკუპანტი სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა, დღეს კი საკუთარ მოქალაექეებსაც კი ვერაფერს პირდება. პუტინი ამჯობინებს ამ საკითხზე დუმილი შეინარჩუნოს.

დღეს ე.წ. ბრიკსის სამიტზე პარტნიორებს კვლავ ძველ ნარატივებში აბრუნებდა. ისიც დისტანციურად, ომის დამნაშავემ იოჰანესბურგში ჩასვლა ვერ გაბედა და იქ მის ნაცვლად ლავროვი გაუშვა.

ომის 546 დღე რუსეთმა შაჰედის ტიპის დრონებით დაიწყეს ოდესის ოლქში, დუნაის რაიონში მიტანილ დარტყმას მარცვლეულების საცავი და საპორტო ინფრასტრუქტურა დააზიანა. განადგურდა 13 000 ტონა მარცვლეული. მანამდე კი ხერსონზე ავიადარტყმების სამიზნეში საბავშვო ბაღიც მოხვდა, დაშავდა 5 პირი.

სუმის ოლქში კი ცეცხლის ქვეშ ერთ-ერთი სკოლა მოყვა, დაიღუპნენ დირექტორი, მოადგილე და მასწავლებლები. ევროპული ტურნედან დაბრუნებულ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტნიორების დახმარება აიმედებს. დღეს ზელენსკიმ ყირიმის პლათფორმის მე-4 შეხვედრას უმასპინძლა.

ომში მსხვერპლი იზრდება, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა გარდამტეხი წინსვლა ან რაიმე სახის გარღვევა არცერთ მხარეს არ ჰქონია. სამხედრო ექსპერტთა ნაწილი უკრაინას ურჩევს, უფრო მეტად კონცენტრირდეს კონტრშეტევების მთავარე მიმართულებებზე. ამ საქმეში მალე სიახლეებიც იქნება. დანიამ F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე კრაინელი პილოტების გაწვრთნა უკვე დაიწყო.

დღის ამბები