20 სექტემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ევროპისა და აშშ-ის საექსპერტო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

ევროპისა და აშშ-ს საექსპერტო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. ადგილზე ევროპარლამენტის, ნატოს, ატლანტიკური საბჭოს და არაერთი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ. დელეგაციის ვიზიტი თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციის, "პუტინიზმის დამარცხების" ფარგლებში გაიმართა.

უკრაინა ომის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივები საქართველოში და უკრაინის ომის გავლენა ნატოს მომავალზე - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია რომელზეც, ხვალიდან პანელური დისკუსიის ფარგლებში იმსჯელებენ.

დღის ამბები