07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - ყველა რთულ მონაკვეთზე ამ დრომდე მეხანძრე-მაშველები, სამართალდამცველები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები რჩებიან

გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

გურიაში, ყველა რთულ მონაკვეთზე ამ დრომდე მეხანძრე-მაშველები, სამართალდამცველები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები რჩებიან. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

დღის ამბები