20 სექტემბერი 2024,   05:09
ვრცლად
საქართველო ევროპის მე-7 ახალგაზრდულ ოლიმპიადას მასპინძლობს ინფორმატიკაში

საქართველო ევროპის მე-7 ახალგაზრდულ ოლიმპიადას მასპინძლობს ინფორმატიკაში. ოლიმპიადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გაიხსნა. მასში მსოფლიოს მასშტაბით 100-ამდე კონკურსანტი მონაწილეობს.

რამდენიმედღიანი კონკურსის ფარგლებში, ახალგაზრდები სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე იმუშავებენ. გამარჯვებულები კი 13 სექტემბერს დაჯილდოვდებიან.

დღის ამბები