19 აგვისტო 2026,   15:41
ვრცლად
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ აქტიურად მიმდინარეობს

მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ აქტიურად მიმდინარეობს. პრაქტიკული ნაწილისთვის სპეციალური სიმულაციური სცენარია შემუშავებული, რომელიც ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისულ სიტუაციებში მედიის წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობასა და პროფესიული საქმიანობის მაღალ დონეზე განხორციელებას ითვალისწინებს. მათ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავებაც უწევთ.

მედიის წარმომადგენლებისთვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სპეციალური მედიაცენტრია მოწყობილი.

სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა უკვე მეშვიდედ მასპინძლობს.

დღის ამბები