20 სექტემბერი 2024,   04:47
ვრცლად
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია - თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, დღე-ღამის განმავლობაში, 19 შეტაკება განხორციელდა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია, აღმოსავლეთ ოლქებში, ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ჩაირთო.

ღამით, აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაივში. ოკუპანტებმა არტილერიით დაბომბეს ხერსონის ოლქი, დაიღუპა 3 ქალი, დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა.

დონეცკის ოლქში დაბომბვის შედეგად კი დაიღუპა 2 და დაშავდა 6 მშვიდობიანი მოქალაქე. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეტევები ლიმანის, ავდიივკას, მარინკასა და შახტარის მიმართულებით წარმატებით მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის დღე-ღამის განმავლობაში 19 შეტაკება განხორციელდა.

დღის ამბები