24 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ანსამბლ "გორდელას" წევრები, რომელთაც თელ-ავივში კონცერტი უნდა გაემართათ, ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

გვიან ღამით ისრაელიდან სამშობლოში ანსამბლ "გორდელას" წევრები დაბრუნდნენ. მუსიკოსებს 7 ოქტომბერს ქალაქ თელ-ავივში კონცერტი უნდა გაემართათ, თუმცა ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო, მათ სამშობლოში დროზე ადრე დაბრუნება მოუწიათ.

საქართველოში დაბრუნებულები იხსენებენ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელში ამოქმედებული უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, როგორ უწევდათ საათობით ყოფნა თავშესაფრებში.

"ჯგუფი "გორდელა" იყო ფესტივალზე იერუსალიმში. შემდეგ 7-ში ქართველი ემიგრანტებისთვის უნდა ყოფილიყო კონცერტი, თუმცა, როგორც იცით, დილით დაიწყო ეს მოვლენები. ზოგადად, რთული და მძიმე მდგომარეობაა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ელჩი, იმიტომ რომ ჩვენი იქ ყოფნისას მაქსიმალურად, შეინარჩუნეთ სიმშვიდე," - ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

 

დღის ამბები