06 ოქტომბერი 2024,   21:10
ვრცლად
საჰაერო განგაში უკრაინაში - რუსული ძალები უკრაინულ ქალაქებს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ

საჰაერო განგაშის ხმა, ღამით, უკრაინის სამხრეთით რამდენიმე ოლქში გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ოდესის, მიკოლაივისა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებით "შაჰედის" ტიპის დრონები გაუშვეს. აფეთქება იყო ოდესაში - მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

რუსულმა ძალებმა, სუმის ოლქის 4 სასაზღვრო დასახლება გასული დღე-ღამის განმავლობაში, არტილერიით, ქვემეხებითა და რაკეტებით 5-ჯერ დაბომბეს, დაფიქსირდა 17 აფეთქება.

დაიბომბა ხერსონიც - დაშავდა 2 ადამიანი. გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ჯარისკაცებს შორის, 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა.

დღის ამბები