06 ოქტომბერი 2024,   20:05
ვრცლად
ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ტერიტორიაზე და გადავდივართ სრულ შეტევაზე - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ამერიკული იარაღის პირველი პარტია უკვე ისრაელშია. საბრძოლო მასალით დატვირთული თვითმფრინავი ნევატიმის ავიაბაზაზე დაეშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკული იარაღი განკუთვნილია "მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების ხელშესაწყობად და სხვა სცენარებისთვის მზადყოფნისთვის".

ამავე უწყების ცნობით, დილით ღაზას სექტორზე მოიერიშე თვითმფრინავებით მასიური თავდასხმა განხორციელდა - დაარტყეს 200-ზე მეტ სამიზნეს.

თელ-ავივი ამტკიცებს, რომ განადგურებულია ტერორისტული ინფრასტრუქტურა. ვრცელდება ინფორმაცია ღაზის სექტორის ქალაქ ხანიუნისში ჰამასის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის, მუჰამად დეიფის სახლზე შეტევაზეც. ისრაელის მედია წერს, რომ სავარაუდოდ, დაიღუპნენ დეიფის ოჯახის წევრები. თავად "ჰამასის“ გავლენიანი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ისრაელის მხარეს დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა. ღაზაში კი ეს მაჩვენებელი 900 აჭარბებს. ისრაელის ჯარები სახმელეთო შეტევისთვის ემზადებიან.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ ტერიტორიაზე კონტროლი აღდგენილია.

"მე მოვხსენი ყველა შეზღუდვა, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ტერიტორიაზე და გადავდივართ სრულ შეტევაზე.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ რეალობა. ჩვენ ვნახეთ ამის ფასი და თქვენ ნახავთ ცვლილებას. „ჰამასს“ სურდა ცვლილება ღაზაში, ის ნახავს 180 გრადუსიან ცვლილებას, განსხვავებულს იმისგან, რასაც ისინი ელოდებოდნენ. ისინი ინანებენ ამ მომენტს, ღაზა არასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო,"- აცხადებს გალანტი.

 

ასევე ნახეთ : ჰამასის ინფორმაციით, გასულ ღამეს ღაზაში, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა

დღის ამბები