06 ოქტომბერი 2024,   20:44
ვრცლად
ჰამასის ინფორმაციით, გასულ ღამეს ღაზაში, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა

ჰამასის ინფორმაციით, გასულ ღამეს, ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელში ამბობენ, რომ ღამით 200 სამიზნე ობიექტზე მიიტანეს შეტევა.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ, ისრაელი და ეგვიპტე განიხილავენ ღაზის მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის საკითხს.

"ამ საკითხზე ვართ ფოკუსირებული, კონსულტაციები მიმდინარეობს," - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.

ღაზის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შაბათის შემდეგ ისრაელის ავიადარტყმებს სულ მცირე 900 ადამიანი ემსხვერპლა, 4600-ზე მეტი კი დაშავდა.

დღის ამბები