ისრაელსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში მსჯელობენ. NATO-ს შტაბ-ბინაში ე.წ. რამშტაინის ფორმატის მე-16 შეხვედრა მიმდინარეობს.
სიტყვით გამოსვლა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე საუბრით დაიწყო. ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ამერიკის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ და აღნიშნა, რომ ჰამასის მხრიდან ტერორისტული ქმედებების საპასუხოდ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი მოსახლეობა.
"ჰამასის საშინელი შეტევა გრძელდება და კიდევ უფრო მკაფიო და შემაშფოთებელი ხდება. აშშ მტკიცედ დგას ისრაელის გვერდით, რომელიც იცავს საკუთარ თავსა და მოქალაქეებს ჰამასის ძალადობრივი ტერორიზმისგან. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, არცერთ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს მცდელობა, გამოიყენოს ეს ენითაღუწერელი შეტევები სათავისოდ. როგორც ნებისმიერ ქვეყანას, ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი ტერორიზმისგან და აგრესიისგან. ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ურყევი დარჩება. საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელი შეკრებით კი, ყველას ვახსენებთ ჩვენს საერო ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად, დღეს და სამომავლოდ. ნუ დაუშვებთ შეცდომას, აშშ-ი იქნება უკრაინის გვერდში, რა დროც არ უნდა იყოს საჭირო. არავინ უნდა იფიქროს,რომ დრო კრემლზე მუშაობს. ერთად ვდგავართ, პუტინი კი მარტო დგას," - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.