15 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
"გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროას" ახალი პლატფორმის პრეზენტაცია - როგორ აპირებენ პარტიები "რუსეთის მსახურების" მხილებას

პარტიებმა "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროამ" ერთობლივი პლატფორმის პრეზენტაცია გამართეს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ პრეზენტაციაზე განაცხადეს, პლატფორმა რუსეთის მსახურების საჯარო მხილების მათ მიერ შემუშავებული მექანიზმია. მათივე თქმით, პლატფორმის მიზანია „რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების გასაჯაროება“, შემდგომში კი - მათი ვინაობის ციფრულ ფორმატში შენახვა.

"იქნება სისტემატიზებული სუს-ის ყველა ის თანამშრომელი, პროკურორი, მოსამართლე, მოძალადე სიპ-ის თანამშრომელი, რომელიც რეალურად პარტიას ემსახურება და არა სახელმწიფოს, რომლებზეც ეს რუსული სისტემა დგას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ესენი არიან, ვინც ახორციელებენ ამ უკანონობას, მიყურადება იქნება ეს, ცემა თუ სხვადასხვა უკანონო მოქმედება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი იქნებიან მხილებულები,"- აცხადებს ელენე ხოშტარია.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, უკანონო საქმიანობაში მონაწილე პირებს ამხელენ, რათა მათი სახელები ისტორიას დარჩეს და, „ქვეყნიდან გაქცევის მცდელობის შემთხვევაში“, ამის საშუალება არ მიეცემათ.

"ჩავთვალეთ, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია დაკვირვება იმ პერიოდზე, რომელსაც ვეძახით ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს, სინამდვილეში, არჩევნების გაყალბება - მათ შორის, ხმების ყიდვა, შანტაჟი, ანტიდასავლური პროპაგანდა, საზოგადოებრივ აზრზე გავლენა და ა.შ. ყველაფერი ხდება ამ პერიოდში. დღეიდან წამმზომი ჩართულია და თუ ისინი მსგავს რაღაცაში მიიღებენ მონაწილეობას, პირველი - ვეღარ დაიმალებიან, მეორე - მათი სახელები და გვარები დარჩება ისტორიას და მესამე - თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ამ ქვეყნიდან სადმე გაიქცნენ, ნორმალურ ქვეყანაში, მათ გაქცევის საშუალებას არ მივცემთ,"- აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

დღის ამბები