14 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, 2022-28 წლებში მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა გაზომა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, 2022-28 წლებში, მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა გაზომა. ირკვევა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის მიხედვით, 193 სახელმწიფოს შორის, საქართველო მეორე ადგილზეა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილს იკავებს.

ფონდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, 2022-28 წლებში, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი 54 პროცენტით იზრდება. 2023 წელს კი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 22 300 დოლარზე მეტი იქნება. პოზიტიურ რეიტინგს, მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს მმართველი გუნდი. ოპოზიციის ნაწილი კი საერთაშორისო პროგნოზს არ ენდობა.

მომავალი 7 წლის პერსპექტივაში, მზარდ ეკონომიკურ პოტენციალსა და პოზიტიურ საინვესტიციო გარემოზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ მონაცემების მიხედვით, იზრდება როგორც მთლიანი შიდა პროდუქტი, ასევე შემოსავლებიც.

ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 2030 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 15 000 დოლარს გადააჭარბებს და ქვეყანას მაღალშემოსავლიანი სტატუსი ექნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამავე პროგნოზის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა მსყიდველუნარიანობით, 2023 წელს 82 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს გადაუსწრებს.

2028 წლისთვის კი ეკონომიკური მიმართულებით ქვეყანა, ისეთ სახელმწიფოებს გაუსწრებს, როგორიცაა: ლატვია, ესტონეთი, მალტა და კვიპროსი.

დღის ამბები