06 ოქტომბერი 2024,   20:06
ვრცლად
ღაზას საავადმყოფოზე თავდასხმა მოკლებულია ყველა ადამიანურ ღირებულებებს - რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

ომის მე-12 დღეს ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება - ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შედეგად რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა. კლინიკაზე იერიშს, ამ დროის მონაცემებით, 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვებიც.

მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. თელ-ავივის მტკიცებით, ცახალს აფეთქებასთან კავშირი არ აქვს და აფეთქების მიზეზად პალესტინელების მიერ წარუმატებლად გაშვებულ რაკეტას ასახელებს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ღაზას საავადმყოფოზე თავდასხმა მოკლებულია ყველა ადამიანურ ღირებულებებს.

მომხდარში რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ისრაელს ადანაშაულებს და მოუწოდებს "მთელ კაცობრიობას, მიიღოს შესაბამისი ზომები ღაზაში ამ უპრეცედენტო სისასტიკის შესაჩერებლად".

 

დღის ამბები