18 აგვისტო 2026,   23:53
ვრცლად
ქურდობის მცდელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - უცნობმა პირებმა, იუსტიციის სახლში არსებული ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ქურდობის მცდელობა იყო. უცნობმა პირებმა, ადგილზე მდებარე იუსტიციის სახლში არსებული ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თანხა წაღებული არ არის.

ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19.177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

დღის ამბები