16 სექტემბერი 2024,   22:58
ვრცლად
„ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მის ევროპულ გზაზე“ - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოზეა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე. ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები დასკვნით დოკუმენტში საუბრობენ ევროკავშირის მზაობაზე მჭიდროდ იმუშაოს სამივე ქვეყანასთან - უკრაინას, მოლდოვას რესპუბლიკასა და საქართველოსთან, და დაეხმაროს ამ ქვეყნებს ევროპულ გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში.

დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტშია საუბარი სამივე ქვეყნის მხარდაჭერაზე.

დღის ამბები