09 ივლისი 2024,   03:50
ვრცლად
საქართველოს განათლების მინისტრმა მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების მინისტრმა მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. გიორგი ამილახვარმა პედაგოგებთან ერთად ზოგადი განათლების საკითხები განიხილა, მათი პოზიციები მოისმინა და სკოლებში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

„გვქონდა შეხვედრა სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომლის ცვლილებებიც განიხილება სისტემაში და დაანონსებული გვაქვს ხელფასების მკვეთრი ზრდა. ამიტომ დეტალურად განვიხილეთ ჩვენს პედაგოგებთან ერთად ის მოსაზრებები თუ როგორ ხედავენ ისინი ამ საკითხის გაუმჯობესებას. მივიღეთ სწორი და საჭირო უკუკავშირები, რომელსაც აუცილებად გავითვალისწინებთ,“ - აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი

დღის ამბები